ჩინური უკონტროლო რაკეტა დედამიწას მოუახლოვდა

08-05-2021 21:34:09 ეს საინტერესოა

ჩინური რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა იტალიის 9 რეგიონიდან ერთ-ერთში ჩამოვარდეს, რის გამოც მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ და ღია სივრცეში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, - იუწყება ადგილობრივი გამოცემა italy24news.

გამოცემის ცნობით, ქვეყანა მითითებებს "სამოქალაქო დაცვისა და ოპერატიული კომიტეტისგან" იღებს.

სპეციალურ სხდომის შემდეგ, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაბრიციო კურციომ გამართა, კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ატმოსფეროში შემოჭრილი რაკეტის ნამსხვრევები იმდენად დიდი იყოს, მას შენობების ნგრევა მოჰყვეს.

ჩინეთის ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებს, რომ დედამიწის დაზიანების რისკი ძალიან დაბალია და 22 ტონიანი რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა ჰაერში განადგურდება.

ცნობისთვის: რაკეტა, რომელიც პეკინმა კოსმოსური სადგურის გასაშვებად გამოიყენა, ახლა უკონტროლოდ გადაადგილდება.

რაკეტა სიგრძეში დაახლოებით, 30 მეტრია და 22 ტონას იწონის და კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.

იგი იმდენად დიდია, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას შესაძლოა, მისი სრული წვა და დაშლა არ მოხდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები