
ლავროვს დღეს ბაქოში ელოდებიან
10/05/2021 06:25:09 კავკასია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ბაქოში ჩავა.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე რუსი დიპლომატი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ლავროვმა აღნიშნულ შეხვედრებზე სომხეთის უსაფრთხოების დაცვის პირობა კიდევ ერთხელ დადო.
აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ე.წ. ზანგეზურის დერეფანი არ გაიხსნება, მაშინ აზერბაიჯანი ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. სომხეთში ამ განცხადებას „პროვოკაციული“ უწოდეს.