ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება
10/05/2021 07:04:01 პოლიტიკა, სამართალი
ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.
პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ იმსჯელებენ. არსებობს მოლოდინი, რომ მელიას პატიმრობა გირაოთი შეეცვლება და პატიმრობიდან გათავისუფლდება.
გირაოს თანხა ევროკავშირმა 7 მაისს გადარიცხა.
23 თებერვალს ნიკა მელია იმ მოტივით დააკავეს, რომ მან უარი თქვა გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე. დაკავების შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ენმ-ის თავმჯდომარე მას შემდეგ გათავისუფლდებოდა, რაც გირაოს გადაიხდიდა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.


