Accentnews.ge
რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან

რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან

10/05/2021 07:35:24 პოლიტიკა

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, მისი მხარდამჭერები და თანაგუნდელები იკრიბებიან. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს, 16:00 საათზე უნდა იმსჯელოს.

ენმ–ის წევრ ხაბეიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საპატიმროს დატოვებს, პარტიის პოლიტსაბჭო გაიმართება, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება.

"ნიკა მელიამ საზოგადოებას პრინციპულობით აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებაზე გამარჯვება შეიძლება. ხელისუფლება ამბობდა, რომ გირაოს გადაიხდის, ნიკა მელიას გირაო არ გადაუხდია. ნიკა მელია ამბობდა, რომ ამნისტიას თუ გაიწვევენ გირაოს გადაიხდიდა, თუმცა ამნისტია არ გაიწვიეს, მაგრამ ევროკავშირმა გამოსასყიდი გადაიხადა.

საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივად შეუძლებელია ჯერ გირაო გადაიხადო და მერე შევიდეს პროკურორი შუამდგომლობით. ფაქტია, რომ პოლიტიკური პატიმარი აღიარა სრულიად ევროკავშირმა",- განაცხადა ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S