Accentnews.ge
თბილისში ხანზარი ორ ლოკაციაზე გაჩნდა

თბილისში ხანზარი ორ ლოკაციაზე გაჩნდა

10/05/2021 07:38:43 სამართალი

თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია.

ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი გაჩნდა, საწყობებია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სწორედ ერთ–ერთ საწყობში გაჩნდა. განხორციელდა ადგილზე დასაქმებული მოქალაქეების ეაკუაცია.

„მეორადი ტანსაცმლის სამი საწყობი იწვის, ტონობით ტანსაცმელი იყო სამივე საწყობში“, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ადგილზე სახანძრო ჯგუფი მუშაობენ, თუმცა ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს.

კიდევ ერთი ხანძარი თბილისში აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S