
IRI – რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოსთვის მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს ასახელებს
17/07/2019 18:11:10 ეკონომიკა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები მოიპოვა, რომელიც IRI–ს ჯერ არ განუსაჯაროებია.
კითხვაზე, რომელი ქვეყანაა საქართველოსთვის მთავარი ეკონომიკური საფრთხე, რესპონდენტთა 57%-მა რუსეთი დაასახელა.
ამასთან, რესპონდენტთა 79% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.
კვლევა 20 ივნისამდე ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1500 რესპონდენტი.