Accentnews.ge
კადიროვი ისრაელს ემუქრება

კადიროვი ისრაელს ემუქრება

10/05/2021 10:56:27 კავკასია, მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ისრაელისგან მუსლიმების წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს პალესტინელებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, რომლის დროსაც ალ-აქსას მეჩეთის მრევლი დაშავდა.

"შექმნილ ვითარებაში ყველასთვის უმჯობესი იქნება, ისრაელის ხელისუფლება გონს მოეგოს, ბრალეულობა სრულად გააცნობიეროს და ბოდიში მოიხადოს. დაარეგულირეთ კონფლიქტი, სანამ გვიანი არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები სავალალო იქნება!", - წერს კადიროვი თავის ტელეგრამ-არხში.

7 მაისს აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა. დაშავდა 200-ზე მეტი მოქალაქე. მეორე დღეს შეტაკებები განახლდა, რის შედეგადაც დაშავებულებს კიდევ 80 ადამიანი შეემატა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S