![„უფროსის მეუღლეს დაბადების დღე ჰქონდა“ – ქეიფი „კომენდანტის საათის“ დროს [video]](https://accentnews.ge/storage/files/8fc4l3efr8r2egy_vhUDGn3.jpg)
„უფროსის მეუღლეს დაბადების დღე ჰქონდა“ – ქეიფი „კომენდანტის საათის“ დროს [video]
10/05/2021 10:56:39 სამართალი, რეგიონები
რუსთავში „კომენდანტის საათის“ დროს "ხინკლის სახლში" ქეიფი ხმაურითა და ჯარიმებით დასრულდა,– იუწყება „ინფო რუსთავი“.
მედიასაშუალების ცნობით, თოდრიას ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტში ერთ-ერთმა დასაქმებულმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში ახალგაზრდები მათი ხელმძღვანელის მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ, ხმაურით ახლოს მდებარე კორპუსებში მცხოვრებლები შეწუხდნენ და პოლიციაში დარეკეს.
ადგილზე სამართალდამცავების გამოჩენამ ახალგაზრდები გააღიზიანა, რასაც მათსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.