Accentnews.ge
ფრანგი სამხედროები მაკრონს აფრთხილებენ: "საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება"

ფრანგი სამხედროები მაკრონს აფრთხილებენ: "საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება"

10/05/2021 12:13:55 მსოფლიო

ფრანგი სამხედროები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სამოქალაქო ომის საშიშროების თაობაზე აფრთხილებენ.

პრეზიდენტისადმი გაგზავნილ შესაბამის წერილს 75 000 პირი აწერს ხელს. მოქმედი სამხედროები ქვეყნის ხელისუფლებას "ისლამიზმთან პოზიციების დათმობაში" სდებენ ბრალს.

"საფრანგეთის გადარჩენა რისკის ქვეშაა და სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, სამხედროები საკუთარ მიწაზე წესრიგს უზრუნველყოფენ. ქვეყანაშიი სამოქალაქო ომი მწიფდება და თქვენ ეს კარგად იცით", – ნათქვამია მიმართვაში.

წერილის ხელმომწერები საკუთარ თავს ახალგაზრდა თაობის ჯარისკაცებს უწოდებენ, რომლებიც მსახურობდნენ ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ან შეუერთდნენ ქვეყნის შიგნით ანტიტერორისტულ ოპერაციებს.

ცნობისთვის: მსგავსი შინაარსის წერილი გასულ თვეში რიგმა მოქმედმა და პენსიაზე გასულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გაავრცელეს. საფრანგეთის მთავრობამ წერილი დაგმო და სამხედროების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიების გატარების პირობა დადო. კერძოდ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ იმჟამად განაცხადა, რომ "სამხედროები დაისჯებიან კანონის უგულებელყოფის გამო, რომელიც მათ უკრძალავს, საჯაროდ გამოხატონ მოსაზრებები რელიგიასა და პოლიტიკაზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S