ვის უხდის განსაკუთრებულ მადლობას ციხიდან გათავისუფლებული ნიკა მელია
10/05/2021 15:00:45 პოლიტიკა
ციხიდან გამოსვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მადლობა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს გადაუხადა. პოლიტიკოსმა განსაკუთრებით გამოყო ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.
"მადლობას გადავუხდი და ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში, მადლობას ვუხდი მე მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს, თავისი მიზეზები აქვს ამას, რატომაც ხაზს ვუსვამ და მის პროფესიონალიზმსაც. ხაგზასმით მინდა, მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მათ შორის მადლობას ვუხდი აშშ-ის ელჩს, თუმცა, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც ალბათ ბევრი თვალსაზრისით ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად. ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო, ვგულისხმობ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურებას“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიამ ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.


