Accentnews.ge
ინდოეთის კრიზისი: "კრემაციისთვის შეშის არქონის გამო ზოგიერთი ოჯახი იძულებულია, კორონავირუსით დაღუპული ახლობლების ცხედრები მდინარეში ჩაყარონ"

ინდოეთის კრიზისი: "კრემაციისთვის შეშის არქონის გამო ზოგიერთი ოჯახი იძულებულია, კორონავირუსით დაღუპული ახლობლების ცხედრები მდინარეში ჩაყარონ"

11/05/2021 06:13:31 მსოფლიო

ინდოეთში მდინარემ ათობით ცხედარი გამორიყა.

BBC–ის ცნობით, ბუქსარის რაიონში, რომელიც ორი უღარიბესი შტატის – ბიჰარისა და უტარ-პრადეშის საზღვართა მდებარეობს, განგის სანაპიროებზე 40–მდე ცხედარი იპოვეს, თუმცა რიგი მედიასაშუალებების ცნობით გამორიყული ცხედრების რაოდენობა 100–ს აღწევს.

"კრემაციისთვის შეშის არქონისა და მიცვალებულის გაპატიოსნებისთვის საჭირო ხარჯების არარსებობის გამო ზოგიერთ ოჯახს სხვა გზა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ კორონავირუსით დაღუპული ახლობლების ცხედრები პირდაპირ მდინარეში ჩაყარონ", – აცხადებენ ადგილობრივები გამოცემასთან.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, კერძო საავადმყოფოები ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო უარეს დღეში აგდებენ:

"კერძო კლინიკები ძარცვავენ ხალხს. მხოლოდ იმაში, რომ ჭირისუფალს გარდაცვლილის ცხედარი გამოუტანონ 2000 რუპიას (20 ევრო) სთხოვენ. ხალხის ნაწილს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კრემაციისა და მღვდლის მომსახურების ხარჯები გასწიოს. შესაბამისად, მდინარე მათთვის ერთადერთი გზაა".

ბოლო რამდენიმე კვირაა, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ინდოეთში ფიქსირდება.

ინფექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან სწრაფად ვრცელდება.

გადატვირთულია საავადმყოფოები. არაერთ ქალაქში კლინიკებს ჟანგბადის მარაგი აღარ გააჩნიათ, რის გამოც მართვითი სუნთქვის საჭიროების მქონე პაციენტები შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე იღუპებიან.

ინდოეთის ჯანდაცვის უწყება პრემიერს დიდი ხანია, ქვეყნის სრული ჩაკეტვისკენ მოუწოდებს, თუმცა ამ დრომდე მთავრობის მეთაური შესაბამის გადაწყვეტილებას არ იღებს.

კრემატორიუმები კრემაციას ვეღარ აუდიან და სახელდახელოდ აწყობენ ფართებს კოცონებისთვის

ქვეყანაში კრემატორიუმები სრული დატვირთვით მუშაობენ. თუმცა როგორც BBC იუწყება, ისინი კრემაციას ვეღარ აუდიან და სახელდახელოდ აწყობენ ფართებს კოცონებისთვის, სადაც დაღუპულებს წვავენ.

როგორ მივიდა ინდოეთი ასეთ რთულ ეპიდვითარებამდე

იანვარში ინდოეთში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 20 000–მდე იყო, თებერვალში – 10 000–მდე. თუმცა მარტიდან ინფიცირების მაჩვენებელმა აღმავლობა დაიწყო. აღნიშნულის მიზეზად პირბადეების ტარების და კოვიდ–რეგულაციების დაცვის მკვეთრად შემცირება სახელდება.

გარდა ამისა, ინფიცირების ზრდას ხელი შეუწყო არჩვენების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულმა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა, ასევე – "ჰინდუს" ფესტივალმა.

ინფიცირების მაჩვენებლი მკვეთრ ზრდასთან ერთად სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც მკვეთრი ზრდა დაიწყო, რადგან კლინიკები კოვიდ–პაციენტების მკურნალობას ვეღარ აუდიან. ქვეყანაში სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლების, ჯანგბადის ბალონებისა და საწოლების დეფიციტია.

რა ვიცით Covid-19–ის​ ინდური შტამის შესახებ

ოფიციალური ინფორმაციით, პირველად ინდური შტამი, რომელიც B.1.617–ის სახელითააა ცნობილი, ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში დაფიქსრდა – დიდი ხნით ადრე პანდემიის მეორე ტალღამდე, რომელიც ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს.

B.1.617–ს “ორმაგი მუტაციის” ვარიანტსაც უწოდებენ.

ინდური შტამის “ორმაგი მუტაციის” სახელით მოხსენიება უკავშირდება იმას, რომ B.1.617-ს აქვს ორი ძირითადი მუტაცია, რაც მას პირველყოფილი ვარიანტისგან განასხვავებს.

მეცნიერების განცხადებით, არსებობს რისკი, რომ კოვიდ–გადატანილი ან კორონავირუსზე ვაქცინირებული პირი ინდური შტამით მაინც დაინფიცირდეს. მათივე ცნობით, რა როლი აქვს ახალ ვარიანტს ვირუსის სწრაფ გავრცელებაში და რამდენად საშიშია იგი ჯერ–ჯერობით სრულფასოვნად შესწავლილი არ არის.

ორმაგი მუტაციური Covid-19–ის შტამი, ამჟამად მსოფლიოს 20–მდე ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში, გერმანიაში, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, აშშ–ში, სინგაპურში, ავსტრალიასა და საბერძნეთში უკვე ცირკულირებს.

ვაქცინაცია

ინდოეთში ვაქცინაციის პროცესში იყენებენ, ჩინურ "სინოფარმს", რუსული სპუტნიკ V–ს, ეროვნული წარმოების "Covaxin"–ს და ოქსფორდისა და "ასტრაზენეკას" ერთობლივად შექმნილ ვაქცინას.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებელია, ამ დროისთვის მოსახლეობის მხოლოდ 1.6% -ია ვაქცინის ორივე დოზით აცრლი.

საერთაშორისო დახმარება

ინდოეთი საერთაშორისო დახმარების ნაწილი ჩავიდა. დიდი ბრიტანეთიდან გაგზავნილი მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა უკვე ქეყანაშია. ინდოეთს დახმარება გაუწიეს, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, ამერიკის შეერთებული შტატებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. ინდოეთს ძირითადად მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნეს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს ინდოეთში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები გაგზავნოს. თუმცა როდის და რა რაოდენობის ვაქცინას გაგზავნის ჯერ–ჯერობით უცნობია.

ინდოეთი ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 250 000 პირი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S