სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

11-05-2021 12:55:33 კავკასია

მიმდინარე წლის 20 ივნისს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ეროვნული კრების დათხოვნისა და არჩევნების დანიშნვის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი.

მანამდე ეროვნულმა კრებამ ორი კვირის განმავლობაში მეორედ ვერ აირჩია ნიკოლ ფაშინიანი პრემიერად. ამგვარად, მე-7 მოწვევის პარლამენტი, ადრე საპარლამენტო უმრავლესობასა და ორ ოპოზიციურ ფრაქციას შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, კანონის ძალით დათხოვნილ იქნა, თუმცა ახალი პარლამენტის არჩევამდე იგი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

25 აპრილს ფაშინიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა, რათა ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმებისამებრ, პარლამენტს ახალი პრემიერი ორჯერ ვერ აერჩია და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო.

კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია პარლამენტის დათხოვნა, ამისათვის კი, თავის მხრივ, საჭიროა, პარლამენტმა პრემიერი ორგზის ვერ აირჩიოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები