Accentnews.ge
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო

11/05/2021 11:15:20 სამართალი

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს იყო ჩანიშნული, რის შესახებაც მხარეს დღეს, 11 მაისს აცნობეს.

პროცესის გადადების ოფიციალური მიზეზი პროკურორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. არსებული ინფორმაციით, პროკურორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ოოზიციონერ პოლიტიკოსებს გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს ორი პირი თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ბრალი გიგი უგულავას წარუდგინეს და ერთ-ერთი თავდამსხმელის, ძუდოსიტი ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S