„პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული“ – გახარიას გუნდის წევრი ზეწოლაზე საუბრობს
11/05/2021 12:12:56 პოლიტიკა
დამოუკიდებელი დეპუტატი, ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრი მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ადამიანის თანამდებობიდან გათავიუფლებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ფაქტობრვად პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო.
მისი თქმით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოხდა მერის მოადგილეებზე ზეწოლა და გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით თანამდებობების დატოვების მოთხვნა.
„ეს არის ცუდი ტენდენცა. ამ ტენდენციას ერთ დროს „ქართული ოცნება“ ებრძოდა, მაგრამ დღეს ამ მეთოებით ფაქტობრივად, პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით არ დასრულდება“,– განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებები არა ადგილზე, არამედ პარტიაში და მთავრობაში იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს გორის მერის მოადგილეებმა და ხაშურის მერის მოადგილემ.


