დოროთე დბარი: "ქართველი სასულიერო იერარქები აფხაზეთში ვერასოდეს დაბრუნდებიან"

11-05-2021 17:16:30 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წმინდა მიტროპოლიის წინამძღოლი, მამა დოროთე (დბარი) ქართველ სასულიერო იერარქებთან კანონიკური საკითხების განხილვას "აზრს მოკლებულად" მიიჩნევს.

«ჩვენ ერთმანეთს ვერასოდეს გავუგებთ და ვერაფერს დავუთმობთ. ჩვენი ხალხი ქართული ეკლესიის იერარქებსა და მით უფრო იმ ტრაღიკული მოვლენების უშუალო მონაწილეს - ილია მეორეს ვერ აღიქვამს. ისინი აფხაზეთში ვერასოდეს დაბრუნდებიან. სისხლისღვრა - ეს ძალზე სერიოზული რამაა კავკასიაში და ასე მარტივად ვერ იშლება, ვერ ეცემა დავიწყებას. გარემოებათა გამო სხვა გამოსავალი არ გვაქვს - დამოუკიდებლად უნდა ვიცუროთ, რათა აფხაზეთსა და მთლიანად კავკასიაში მართლმადიდებლობა განვამტკიცოთ» - განაცხადა მამა დოროთემ "Кавказ.Реалии"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის: კანონიკურად, აფხაზეთი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებშია. ფორმალურად ამას რუსული ეკლესიაც აღიარებს.

თავად აფხაზეთში ბოლო წლებში ორი ურთიერთდაპირისპირებული საეკლესიო ფრთა მოქმედებს: დოროთე დბარის "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია" ახალ ათონში, რომელსაც კონსტანტინოპოლთან აქვს კონტაქტი და ბესარიონ აფლიას "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია", რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო მფარველობს. ქართული ეკლესია არც ერთ მათგანს არ სცნობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები