გახარიას გუნდი ფართოვდება – ხაშურისა და გორის შემდეგ თანამდებობები ფოთის, მარტვილისა და სენაკის მერების მოადგილეებმაც დატოვეს
11/05/2021 14:02:53 პოლიტიკა
ხაშურისა და გორის მერების მოადგილეების შემდეგ თანამდებობები ფოთის, მარტვილისა და სენაკის მერების მოადგილეებმაც დატოვეს. ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდში მიდიან.
როგორც გადამდგარი ვიცე მერები ამბობენ, ისინი ქალაქების მერებმა დაიბარეს და უთხრეს, რომ განცხადებები დაეწერათ, რადგან ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა.
დღეს თანამდებობები დატოვეს გორისა და ხაშურის მერების მოადგილეებმა. ამ ფაქტს გახარიას გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ნიშნით, რეპრესიები დაიწყო".


