თეთრი სახლი მოძრაობა „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს

11-05-2021 23:58:07 მსოფლიო

თეთრი სახლი მოძრაობა „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს, თავი დაიცვას.

ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.

„იერუსალიმი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მორწმუნე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია. ის უნდა იყოს თანაცხოვრების ადგილი“, – განაცხადა ჯეინ ფსაკიმ.

ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბი აშკენაზი აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.

"საუბრისას განვაცხადე, რომ ისრაელი უფლებას იტოვებს, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას არ დაუშვებს" - განაცხადა საუბრის დასრულების შემდეგ აშკენაზიმ.

​რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა „ჰამასმა“ თელ ავივისა და ცენტრალური ისრაელის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა.

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები