
თურქეთი აშშ–ს ისრაელის გამო აკრიტიკებს
12/05/2021 07:22:44 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ს ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის თავდაცვად შეფასების გამო აკრიტიკებს.
„მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა. პალესტინელების იძულება დატოვონ საკუთარი სახლები და მათი მიწების ოკუპაცია. მეჩეთებზე თავდასხმა. უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა, როდიდან აფასებენ ამ დანაშაულებებს თავდაცვად? აშშ-ს აქვს რაიმე რეაქცია ამ ხოცვა-ჟლეტაზე და ტერორისტულ აქტებზე?“ – აცხადებს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის მედიასთან კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი.
ისრაელა და მოძრაობა ჰამასის ორმხრივი სარაკეტო დარტყმების შედეგად ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი დაიღუპა.