სებასტიან კურცის წინააღმდეგ გამოძიება წარმოებს

12-05-2021 16:39:48 ევროპა

ავსტრიის პროკურატურამ კანცლერ სებასტიან კურცის წინააღმდეგ გამოძიების წარმოების ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ბრალდებების წარდგენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

არსებული ვერსიით, კურცმა და მისი კაბინეტის ხელმძღვანელმა ბერნჰარდ ბონელიმ საგამოძიებო კომიტეტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მოვლენებზე, რომელიც სახელმწიფო ჰოლდინგ Österreichische Beteiligungs AG-ს სადამკვირვებლო საბჭოს დანიშნვას შეეხება.

კურცის პარტია, რომელიც უმსხვილესია ავსტრიაში, ყურადღების ცენტრში ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" წევრთა მონაწილეობით გადაღებული ვიდეოს გავრცელებით გამოწვეული კორუფციული სკანდალის ფარგლებში მოექცა.

ოპოზიციურმა პარტიებმა ფინანსთა მინისტრი გერმოთ ბლიუმელი ელექტრონული წერილების პაკეტის გადაცემის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების დროულად არაღსრულების გამო გააკრიტიკეს. მთავრობამ საბუთები მხოლოდ მიმდინარე კვირას - პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ გასცა. როგორც ბლიუმელმა განმარტა, შეფერხება სამინისტროს თანამშრომლების კონფიდენციალურობის პრობლემებით იყო გამოწვეული.

თავის მხრივ, კურცმა გამოძიებას "ღრმად შეცდომითი" უწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები