Jerusalem Post: "ჰამასი" ებრაულ ობიექტებს რუსული «კორნეტის» გამოყენებით უტევდა

12-05-2021 17:59:08 მსოფლიო

რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" მებრძოლებმა დღეს დილით ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ებრაულ დაბა ნათივ-ა-ასარაზე რუსული წარმოების შეიარაღების გამოყენებით მიიტანეს იერიში, - იუწყება "The Jerusalem Post".

კერძოდ, მისივე ინფორმაციით, "ჰამასის" წევრებმა რუსულ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს "კორნეტის" რაკეტით ჯიპი ააფეთქეს, რის შედეგადაც ისრაელის ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ამასთან, როგორც "The Jerusalem Post" აღნიშნავს, იმ დროს, როდესაც დაჭრილები თავდასხმის ადგილიდან გაჰყავდათ, "ჰამასმა" ცეცხლი კვლავ გახსნა.

ნაშუადღევს ნათივ-ა-ასარას დაბომბვა განახლდა.

ინფორმაცია პალესტინელი "ბოევიკების" მიერ "კორნეტის" რუსული კომპლექსების ფლობის შესახებ პირველად 2010 წელს გავრცელდა. საიდან აქვთ მათ რუსული წარმოების შეიარაღება - დაზუსტებით ამ დრომდე უცნობია. თუმცა მანამდე "კორნეტის" საექსპორტო მოდიფიკაციები «Корнет-Э» და «Корнет-ЭМ» რეგიონის ბევრ ქვეყანას მიეწოდებოდა, მათ შორის - სირიას, იორდანიას, საუდის არაბეთს, ლიბიასა და თურქეთს.

2011 წელს, მას შემდეგ, რაც "ბოევიკებმა" რუსული "კორნეტის" გამოყენებით სასკოლო ავტობუსი ააფეთქეს, ისრაელმა მოსკოვს საპროტესტო ნოტით მიმართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები