13-05-2021 00:12:30 საზოგადოება
სააგენტო "აქცენტი" მკითხველს შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს უხდის.
საქმე ეხება 11 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საქართველო, ბოლო 7 დღეში, ყოველ მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სააგენტომ წყაროდ ourworldindata.org გამოიყენა. ფოტოზე ჩანდა არა მთელი მსოფლიოს, არამედ მხოლოდ შერჩეული 14 ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები, საიდანაც პირველ ადგილზე საქართველო იყო. რეალურად კი, თუ ჩამონათვალში სხვა ქვეყნებსაც მივუთითებთ ვნახავთ, რომ საქართელო სიკვდილიანობის მაჩვნებლით პირველ ადგილზე არ არის. რეალურად, ourworldindata-ს მიხედვით, ბოლო ერთი კვირის საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ურუგვაი, საქართველო კი - მეოცეზე.
ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა სიზუსტე და ვიაზრებთ რა დაშვებული შეცდომის მნიშვნელობას, გულწრფელად ვწუხვართ და ბოდიშს ვუხდით მკითხველს შეცდომაში შეყვანის გამო.