ბჟანია: სოხუმის აეროპორტი რეისების მიღებას 2024 წლის იანვრისთვის დაიწყებს

13-05-2021 12:44:17 კონფლიქტები

რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური ურთიერთქმედებით სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები დადებითად წყდება, - განაცხადა დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და დასძინა, რომ "მაღალი ალბათობით, აეროპორტი პირველი რეისების მიღებას 2024 წლის იანვრიდან დაიწყებს".

აფხაზმა ლიდერმა ტურიზმი ეკონომიკის განვითარებისთვის პრიორიტეტულ სფეროდ დაასახელა.

«აფხაზეთი სახელგანთქმულია თავისი სტუმართმოყვარეობით. მოხარულები ვართ და მივესალმებით ახალ კონტაქტებს, ურთიერთობას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას. მთავარ ამოცანას აფხაზეთში ტურისტული მომსახურების კუთხით თანამედროვე მიდგომების დანერგვა და ამ მიზნით სამეწარმეო ინიციატივების განვითარება წარმოადგენს. არანაკლებ მნიშნელოვანია ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების მოგვარება. ამასთან დაკავშირებით შსს-სა და სპეცსამსახურების მიერ ყველა საჭირო ზომა უკვე მიღებულია. პირადი შემადგენლობა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი" - აღნიშნა ბჟანიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები