
ნაცუ ბაშო: ტოჩინოშინი წინ მიიწევს
15/05/2019 09:04:54 სხვა, საზოგადოება
ქართველმა სიუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ჯერ-ჯერობით უდანაკარგოდ მიიწევს წინ.
ამჯერად ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი ტამავაში იყო. ბრძოლა საკმაოდ მძიმე გამოდგა, თუმცა საბოლოოდ გორგაძის გამარჯვებით დასრულდა და ამ დროისთვის ტოჩინოშინის ბალანსი 4/0 გახდა.
შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ლევან გორგაძეს ამ ტურნირზე 10 მოგება ესაჭიროება.
სულ თითოეული მებრძოლი 15 ბრძოლას მართავს.