Accentnews.ge
"წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვის "რაფაელის" მოდერნიზებულ სისტემას მივიღებთ "

"წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვის "რაფაელის" მოდერნიზებულ სისტემას მივიღებთ "

13/05/2021 13:32:04 თავდაცვა

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველო ისრაელის სამხედრო სამრწეველო კომპანია "რაფაელისგან" საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემას მიიღებს. ამ თემაზე მან პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მოსმენის დროს ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის კონტექსტში ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიურ მუშაობაზე.

„მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემას. ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა, რითიც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება. ეს, ბუნებრივია, საქართველოს თავდაცვის ძალების ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“.

არსებული სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ ფრანგული კონტრაქტის შესახებ ისაუბრა, რომლის მეორე ფაზაც მიმდინარე წელს დასრულდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალებს უკვე აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით.

„დავნერგავთ თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემას, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ნატო-ში ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე საუბრისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S