Accentnews.ge
კადეტი თორნიკე კოპალიანი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია

კადეტი თორნიკე კოპალიანი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია

13/05/2021 13:54:38 თავდაცვა, რეკლამა

მესამე სასწავლო კურსის კადეტმა თორნიკე კოპალიანმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ გეოგრაფიის ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა. მან ამ გამარჯვების მოსაპოვებლად რამდენიმე, საკმაოდ რთული ეტაპები გაიარა და საბოლოოდ გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კადეტები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგნის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. მათ გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ კადეტებმა: მარიამ დავლაძემ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში, ხოლო საბა კაპანაძემ ისტორიის ოლიმპიადაში ფინალური ტურის ბარიერი გადალახეს და მათ მცირედი დააკლდათ პირველი ადგილის მოსაპოვებლად.

გამარჯვებული კადეტების პედაგოგები არიან: გეოგრაფიის მასწავლებელი მურმან სურმავა, ისტორიის მასწავლებელი გიგა ბასილაძე და ქართულის მასწავლებელი ელენე კოხრეიძე.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S