13-05-2021 22:08:19 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამყოფ ხაზთან 42 ადამიანი დააკავეს.
მათივე ცნობით, აპრილში დაკავებულთა რაოდენობა მარტთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„სასაზღვრო სამსახურმა რესპუბლიკის საზღვრის 42 დამრღვევი დააკავა, მაშინ, როდესაც მარტში იგივე მაჩვენებელი იყო 28", - აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებულთა შორის 13 პირი ე.წ. საზღვრის დამრღვევია; ხოლო, 29 მოქალაქე - „სასაზღვრო რეჟიმის" დამრღვევი.
„დაკავებული 42 პირიდან 31 ადამიანი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ ჯარიმას, 5 მოქალაქე გაძევებულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საჯარიმო სანქციის გარეშე, სამი მოქალაქე უკანონო საქმიანობის დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილეს", - აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.