Accentnews.ge
საქართველოში აშშ–ის საელჩო: „Trojan Footprint" კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს"

საქართველოში აშშ–ის საელჩო: „Trojan Footprint" კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს"

14/05/2021 05:33:12 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოში აშშ–ის საელჩო სამხედრო წვრთნების „Trojan Footprint" ჩატარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.

"ათი ქვეყნა, ხუთი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიანი გუნდით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად მსოფლიოში.„Trojan Footprint" სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოველწლიური სამხედრო წვრთნებია, რომელიც ევროპაში ტარდება. წელს საქართველო პირველად იყო ერთ-ერთი მონაწილე მასპინძელი. წვრთნების მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება. ეს წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S