ბათუმში ორი ცხედარი იპოვეს

14-05-2021 09:44:14 სამართალი

ბათუმში, კობალაძის 8 ნომერში ორი ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილია ერთი ქალი და ერთი მამაკაცი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის მე–19 სართულზე, ერთ–ერთ ბინაში იპოვეს. ამავე კორპუსის ეზოში იპოვეს კაცის ცხედარი.

ირკვევა, რომ 30 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც უკრაინის მოქალაქე იყო, წამებითაა მოკლული. ის ბოლო 4 წლის განმავლობაში, ბათუმში სტილისტად მუშაობდა. მკვლელობა მოხდა ბინაში, სადაც ქალი ცხოვრობდა.

რაც შეეხება გარდაცვლილ კაცს, ის ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მოკლული ქალის მეგობრები ვარაუდობენ, რომ კაცმა ახალგაზრდა ქალი მოკლა და შემდეგ მე-19 სართულიდან გადახტა.

ტრაგედია დღეს, დაახლოებით, 06:00 საათისთვის მოხდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები