პუტინმა და ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს

14-05-2021 12:10:18 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კრემლის პრეს–სამსახურის ცნობით, საუბრისას მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს გართულებული ვითარება განიხილეს.

ფაშინიანთან საუბრისას პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით 2020 წლის 9 ნოემბრისა და მიმდინარე წლის 11 იანვრის შეთანხმებების შესრულებაზე გააკეთა აქცენტი.

"პუტინმა აღნიშნა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის არსებული პრობლემები მშვიდობიანად, დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს", აცხადებენ კრემლში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები