ლიეტუვა საქართველოს კოვიდ–ვაქცინის 15 ათას დოზას გადასცემს

14-05-2021 13:34:25 ევროპა ,პოლიტიკა

ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდ–ვაქცინას გაუგზავნის. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი "ტვიტერზე" წერს.

"მთავრობის მხრიდან დადასტურდა 200 000 დოზა ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით - 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას - 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან", - წერს ის.

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები