უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
14/05/2021 11:00:19 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებული კ.ქ. დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, კ.ქ.-მ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა.კ. გააუპატიურა.სამართალდამცველებმა კ.ქ. 2020 წლის 12 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


