ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 მაისს ისრაელსა და პალესტინას შორის გამწვავებულ ვითარებაზე იმსჯელებენ

16-05-2021 13:04:34 ევროპა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ისრაელსა და პალესტინელებს შორის გამწვავებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ისრაელსა და პალესტინას შორის ესკალაციასა და სამოქალაქო მსხვერპლის მიუღებელ რიცხვთან დაკავშირებით, მე ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციას სამშაბათს. განვიხილავთ თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს წვლილი შეიტანოს მიმდინარე ძალადობის დასრულებაში“, – წერს ბორელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები