Accentnews.ge
26 წლის ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული კაცი ყაზახეთში დააკავეს

26 წლის ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული კაცი ყაზახეთში დააკავეს

16/05/2021 10:12:33 სამართალი

26 წლის ყაზახი ქალის აისელ აიტპაევას გაუპატიურების ბრალდებით კიდევ ერთი პირი, მურად მეირბეგოვი, ყაზახეთში დააკავეს.

ყაზახური მედიის ცნობით, მეირბეგოვი საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. მას ყაზახური პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება.

დაკავებულს საქართველოს პროკურატურამ ბრალი ქალის გაუპატიურებისთვის 14 მაისს წარუდგინა.

ცნობისთვის, 26 წლის აისელ აიტპაევამ 5 მაისს, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს გარდაცვლილი, ხოლო 6 მაისს შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება 7 მაისს წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S