
ვითარება ამჯერად დმანისის შესასვლელთან დაიძაბა
17/05/2021 13:52:53 რეგიონები
დმანისის შესასვლელთან, ქალაქიდან 25 კმ–ის მოშორებით ვითარება დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულ მოქალაქეთა ჯგუფს დმანისის ცენტრში შესვლა სურს, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. მათთან მოლაპარაკებებს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აწარმოებს, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი გადაადგილებას პოლიციის კორდონის გვერდის ავლით ცდილობენ. ადგილზე შეკრებილები აგრესიულობით გამოირჩევიან მედიის მისამართითაც.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.
პოლიცია ატარებს მხოლოდ სამთავრობო ავტომანქანებს, სასწრაფოს, ადგილობრივებს.
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ამ დროისთვის თათბირს დმანისის პოლიციის განყოფილებაში მართავენ.
ვითარების ხელახლა დაძაბვამდე დმანისში ჩასული ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტი განმუხტული იყო. სოზარ სუბარის თქმით, ქალაქში კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ამ ეტაპზე მდგომარეობა დამშვიდებულია. სიტუაციის განმუხტვის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ "უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა".
იხილეთ ასვეე: ამბის ორი მხარე – „ლუდის“ საქმე, თუ კონფლიქტი ღრმა ფესვებით?