Accentnews.ge
ლილუაშვილი დმანისის დაპირისპირებაში მონაწილეთა ნაწილის დაკავებას ადასტურებს

ლილუაშვილი დმანისის დაპირისპირებაში მონაწილეთა ნაწილის დაკავებას ადასტურებს

17/05/2021 13:01:51 სამართალი

დმანისში მყოფი სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად ქალაქში მშვიდი ვითარებაა. მისი თქმით, მხარეებთან მუშაობენ შესაბამისი პირები.

„რა თქმა უნდა, არიან დაკავებულები", - აღნიშნა მან. შეკითხვაზე, ორივე მხრიდან?, ლილუაშვილი პასუხობს: „ვერ დაგიდასტურებთ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მის ფარგლებში, ვინც იკვეთება დამნაშავე პირები..."

17 მაისს დილიდან დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზებაა დმანისში, საიდანაც გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით შეირაღებული პირები. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს დმანისში ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდებს სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

იხილეთ ასვეე: ამბის ორი მხარე – „ლუდის“ საქმე, თუ კონფლიქტი ღრმა ფესვებით?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S