ქალი, რომელიც ხანძრისას აივნიდან გადახტა, გარდაიცვალა

18-05-2021 10:07:06 საზოგადოება ,სამართალი

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძრისას დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 35–წლამდე ქალი მეექვსე სართულზე ცხოვრობდა და ხანძრისას ის აივნიდან გადახტა.

ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაშავებული გადაიყვანეს, აცხადებენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.

პეკინის 41 ნომერში ერთ-ერთი 14-სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები