Accentnews.ge
რუსულმა ხომალდებმა შავ ზღვაში პირობითი მტრის წყალქვეშა ნავების აღმოჩენა-განადგურებაში ივარჯიშეს

რუსულმა ხომალდებმა შავ ზღვაში პირობითი მტრის წყალქვეშა ნავების აღმოჩენა-განადგურებაში ივარჯიშეს

18/05/2021 07:50:28 თავდაცვა

რუსმა სამხედრო მეზღვაურებმა შავ ზღვაში პირობითი მტრის წყალქვეშა ნავის აღმოჩენა-განადგურებაში ივარჯიშეს, - იუწყება შავი ზღვის ფლოტის პრეს-სამსახური.

წვრთნებში სარაკეტო კრეისერი "Москва" და ფრეგატი "Адмирал Григорович" მონაწილეობდნენ, პირობითი მტრის ხომალდის როლი კი წყალქვეშა ნავმა "Колпино" შეასრულა.

გარდა ამისა, პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ჩატარდა საწვრთნელი საარტილერიო სროლები პირობითი მოწინააღმდეგის მცურავი ნაღმების გასანეიტრალებლად, ასევე ვარჯიში სარაკეტო იარაღის გამოყენებაში სახმელეთო ობიექტებისა და ხომალდების დაჯგუფებების გასანადგურებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S