გოგი წულაია ციხიდან განცხადებას ავრცელებს

18-05-2021 12:06:28 სამართალი

პოლიტიკოსი გოგი წულაია ციხიდან განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი უკვე 1 კვირაა, შიმშილობს და მედიკამენტებს არ იღებს.

"10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგრძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინე და დედა მოვუკითხე, ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია. მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს, მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამარათლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში", - წერს გოგი წულაია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები