Accentnews.ge
კადიროვი "განადგურებით" დაემუქრა ინტერნეტ-მომხმარებელს, რომელმაც ის "შაითანად" მოიხსენია

კადიროვი "განადგურებით" დაემუქრა ინტერნეტ-მომხმარებელს, რომელმაც ის "შაითანად" მოიხსენია

18/05/2021 08:42:44 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი პირობას დებს, "იპოვოს და გაანადგუროს" ინტერნეტ-მომხმარებელი, რომელმაც იგი "შაითანად" მოიხსენია.

«შენ ადამიანი არ ხარ, შაითანი ხარ», – კითხულობს სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი ინტერნეტ-პოსტს, რომელიც ინსტაგრამ-ფაბლიქ «ЧП Чечня»-ში 17 მაისს გამოქვეყნდა და იქვე პუბლიკაციის ავტორს "დაირექთში" საკუთარი კოორდინატების მითითებას სთავაზობს.

როგორც ჩეჩნეთის ლიდერი აცხადებს, პოსტის ავტორს "შეუძლია, ანდერძის წერა დაიწყოს».

«ძალიან ბევრი შაითანი გავანადგურე და შენც გაგანადგურებ!», – იმუქრება კადიროვი.

აპრილის ბოლოს გროზნოში სასამართლომ ვერ დაადგინა დარღვევები იმ გამომძიებლის მოქმედებაში, რომელმაც უარი განაცხადა, საქმე აღეძრა კადიროვის წინააღმდეგ. საქმის აღძრვას უფლებადამცველები კადიროვის მიერ 2019 წელს საჯაროდ გაჟღერებული მუქარების საფუძველზე ითხოვდნენ. საუბარია, კერძოდ, მის მოწოდებებზე იმ უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების "მკვლელობისკენ", რომლებიც კადიროვის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და რეგიონში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს აშუქებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S