საია-მ პარლამენტს ამნისტიაზე მოსაზრებები წარუდგინა: "კანონმა უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა"

18-05-2021 14:32:27 სამართალი

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) საქართველოს პარლამენტს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა“ და საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.

"საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 144 1-3 მუხლებზე ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით/ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით). იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული მოსაზრება, 333-ე მუხლთან მიმართებით ამნისტიის გაუვრცელებლობის შესახებ, კანონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა, ამნისტიის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით გავრცელების თაობაზე", - აცხადებენ "საიაში".

პარლამენტში ამ დროისათვის ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული - ერთი "ქართული ოცნების", ხოლო მეორე - პარლამენტში შესული ოპოზიციის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები