გაერო – ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 52 000-ზე მეტი პალესტინელი დევნილად იქცა

18-05-2021 17:46:22 მსოფლიო

ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 52 000-ზე მეტი პალესტინელი დევნილად იქცა, – ამის შესახებ გაერო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) პრეს–სპიკერმა იენს ლაერკემ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ავიაიერიშების და საარტილერიო დაბომბვების შედეგად, 132 შენობა განადგურდა, 316 შენობა კი დაზიანდა, მათ შორის ექვსი საავადმყოფო და ცხრა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი.

არსებული ინფორმაციით, 47 000-მდე დევნილმა დროებითი თავშესაფარი გაერო-ს 58 სკოლაში მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები