წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს
18/05/2021 15:41:41 სამართალი
წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.
ის სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.
ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებული არ არის.


