
სოხუმში ვლადისლავ არძინბას ახლო ნათესავი ქემალ არძინბა მოკლეს
18/05/2021 16:21:57 კონფლიქტები
სოხუმში პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის - ვლადისლავ არძინბას ახლო ნათესავი, ქემალ ნოდარის ძე არძინბა მოკლეს.
აფხაზური Telegram-არხების ინფორმაციით, 47 წლის ქემალ არძინბა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის დაჭრილი მიიყვანეს.
დე ფაქტო გენპროკურატურის მიერგავრცელებული ინფორმაციით, არძინბაზე თავდასხმა დღეს, ადგილობრივი დროით 18:00 სთ-სთვის სოხუმში, იმამ შამილის №6-თან - მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან განხორციელდა. თავდამსხმელმა სნაიპერული იარაღი გამოიყენა.
ქემალ არძინბას სახელს რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა უკავშირდება. მედიის ინფორმაციით, 2004 წელს მასზე თავდასხმა განხორციელდა. გასულ წელს კი, როცა ვლადისლავ არძინბას სახლი დაცხრილეს, სოცქსელებში წერდნენ, რომ ცეცხლი ადრე მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების ნათესავებმა გახსნეს, რომლებიც ქემალ არძინბას ეძებდნენ.