
სირია და ოკუპირებული აფხაზეთი "პორტებს შორის თანამშრომლობაზე" შეთანხმდნენ
18/05/2021 16:59:37 კონფლიქტები
სირიამ ოკუპირებულ აფხაზეთთან "პორტებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება" გააფორმა.
მას აფხაზური მხრიდან - დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა/ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა, სირიული მხრიდან კი ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა მუჰამედ სამერ ალ-ჰალილმა მოაწერეს ხელი.
გარდა ამისა, გაფორმდა "შეთანხმება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ".
ზემოაღნიშნული დოკუმენტების გაფორმების ცერემონია სირიაში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და აფხაზური დელეგაციის "ოფიციალური" ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ასევე "საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფი", დამასკოში გაიხსნა "აფხაზეთის სავაჭრო სახლი".