
სომხეთმა თურქეთს ევროსასამართლოში უჩივლა
18/05/2021 17:13:27 კავკასია
სომხეთმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თურქეთის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.
სომხეთის ომბუდსმენ არმენ ტატოტიანის განცხადებით, "ანკარამ დაარღვია სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სიცოცხლის, არაადამიანური მოპყრობისა და საკუთრების ხელყოფისგან დაცულობის, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებები".
"სომხეთის მთავრობამ წარადგინა როგორც სირიაში მებრძოლთა დაქირავებისა და ყარაბაღში გადასროლის, ისე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდების მტკიცებულებები" - განაცხადა ტატოიანმა.