მარნეული-თბილისის გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
19/05/2021 06:42:59 სამართალი
მარნეული-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე "კომენდანტის საათის" დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მხარს გადავიდა და მსუბუქ მანქანას შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


