Accentnews.ge
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

19/05/2021 06:49:59 რეგიონები, რეკლამა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იწყება საგარეჯოდან 12 კმ-ში და სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე სრულდება. გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც.

პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

მოვლა-შენახვის ფარგლებში იგეგმება დამატებით სამი კილომეტრის მოასფალტება, რაც უკვე სრულად მოაწესრიგებს დავით გარჯდე მისასვლელ გზას.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დასრულდა, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 13.4 კმ-იანი მონაკვეთის (კმ36-კმ49) რეაბილიტაცია. რეაბილიტირებული მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S