Accentnews.ge
აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ძმისშვილის მკვლელობისთვის სავარაუდოდ, სამ პირს ეძებენ

აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ძმისშვილის მკვლელობისთვის სავარაუდოდ, სამ პირს ეძებენ

19/05/2021 07:32:01 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას ძმისშვილს – ქემალ არძინბას მკვლელობაში სავარაუდოდ, სამი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა.

დე ფაქტო შს მინისტრის ცნობით, ეჭვმიტანილებს მთელი აფხაზეთის მასშტაბით ეძებენ, გამოძიება კი ყველა ვერსიაზე მუშაობს.

ქემალ არძინბაზე შეიარაღებული თავდასხმა სოხუმში, ჩაჩბას ქუჩაზე მდებარე სახლის ეზოში 18 მაისს, საღამოს მოხდა. არძინბა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქემალ არძინბას მკვლელობის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო შსს-მ პირად შემადგელობაში განგაში გამოაცხადა და სოხუმიდან გასასვლელები ჩაკეტა.

აფხაზეთში ქემალ არძინბას უკავშირებდნენ რამდენიმე კრიმინალურ ინციდენტს: დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი „პრეზიდენტის“ ძმისშვილზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა 2004 წელსაც. მაშინ ქემალ არძინბა ხელში დაჭრეს. 2020 წელს, როცა სოხუმში დაცხრილეს ვლადისლავ არძინბას სახლი, ვრცელდებოდა ვერსია, რომ სახლს ესროლეს მოკლული „კრიმინალური ავტორიტეტების“ ნათესავებმა, რომლებიც ქემალ არძინბას ეძებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S