Accentnews.ge
კორუფცის ბრალდებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მაღალჩინოსანი დააკავეს

კორუფცის ბრალდებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მაღალჩინოსანი დააკავეს

19/05/2021 08:57:30 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი, მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3500 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S