Accentnews.ge
„ბედნიერი ვიქნებით“ – მოსამართლე გვრიტიშვილის განწყობა საბჭოში ჯანეზაშვილის საქმიანობის ვადის ამოწურვაზე

„ბედნიერი ვიქნებით“ – მოსამართლე გვრიტიშვილის განწყობა საბჭოში ჯანეზაშვილის საქმიანობის ვადის ამოწურვაზე

19/05/2021 10:25:11 პოლიტიკა, სამართალი

„ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“,– ასე ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციას ნეპოტიზშის მორიგ სავარაუდო შემთხვევის თაობაზე.

„როდესაც ქალბატონი ჯანეზაშვილი გზირიშვილთან მიმართებაში ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას ცდილობს, მან არა მხოლოდ იმ უდაო ფაქტზე უნდა მიუთითოს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი ლევან გზირიშვილის შვილია, არამედ, დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, არასათანადო კვალიფიკაციის იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და მოსამართლედ გამწესდეს. ეს არათუ დაამტკიცა, არამედ არც უცდია. საბედნიეროდ მე, როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც, ბედნიერნი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“,– განაცხადა მოსამართლემ.

ინფორმაციისთვის: ჯანეზაშვილს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის პერიოდში მუდმივად ცდილობდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობას სასამართლოში არსებული პრობლემებისადმი, მუშაობის ვადა ეწურება.

რაც შეეხება სავარაუდო ნეპოტიზმის მორიგ შემთხვევას, ჯანეზაშვილის განცხადებით, ალექსანდრე გზირიშვილი, რომლის მამა – ლევან გზირიშვილიც საბჭოს წევრია და სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანთან აქვს კავშირი, შესაძლოა, უვადო მოსამართლედ დაინიშნოს.

"საქართველოს პარლამენტმა ლევან გზირიშვილი არამოსამართლე წევრად აირჩია 2017 წელს. მათ შორის ვიყავი მეც და სხვა არამოსამართლე წევრებიც. 2018 წელს მისი შვილი იწყებს მუშაობას თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც იქამდე არასდროს უმუშავია. შედეგად 4 წლის თავზე უკვე როდესაც ერთ თვეში ვადა გვეწურება ყველას, ის იღებს სარგებელს, კეთილდღეობას, თავისი პირადი და ოჯახური ინტერესებისთვის.

ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ მისი შვილი შესაძლოა, მოსამართლე გახდეს 2053 წლამდე. სავარაუდოდ, კლანი ამით აგზავნის დემონსტრაციულად მესიჯს საზოგადოებისა და ახალი არამოსამართლე წევრებისთვის, რომ თუ თქვენ დაგვიჭერთ მხარს და იქნებით ჩვენთან მიმართებაში ლოიალურები, მისცემთ ხმას ჩვენს გადაწყვეტილებებს, მაშინ ჩვენგანაც მიღებთ გარკვეულ მნიშვნელოვან სარგებელს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S